მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს
ირაკლი კირცხალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს

იმედი|imedinews.ge

ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რეზოლუცია თავიდან ბოლომდე გაჯერებულია სიცრუით.

„მერამდენე რეზოლუციაა ნამდვილად ვეღარ ვთვლით. რას ვკითხულობთ ამ ტექსტში?! - ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ამოვიკითხავთ ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, ამოვიკითხავთ სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს. ასე რომ სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიციირებენ ამას ჩვენთვის რისი ფასი აქვს, გითხარით.

როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე პოლარიზაცია ღუპავს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ამ დროს თავისი ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ კერძოდ, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში, რომელიც სურთ, რომ გახდეს პროქსი სახელმწიფო, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოლარიზაციას, სეგრეგაციას საზოგადოებაში. დაყონ მაქსიმალურად, მაქსიმალურად დაამძიმონ სიტუაცია. ეს ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად არ თვლიან, ეს არახალია ჩვენთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი