მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს
ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

ირაკლი კირცხალია: ჯო უილსონისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის გავლენების შესწავლას ავალდებულებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რეალურად რას უკავშირდება დასავლელი პარტნიორების შეშფოთება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართ? - კირცხალია პასუხობს, რომ ჯო უილსონი კომიკურ-ოდიოზური პიროვნებაა და მის შეფასებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში მყოფი აგენტურა საქართველოს ცრუ დასმენითაა დაკავებული.

"ისინი არიან მიჩვეული, რომ შენ ვერ ილაპარაკებ ჩინეთთან, შენ სანქცია უნდა დაუწესო რუსეთს და აშიმშილო შენი ქვეყანა, შენ ომში უნდა ჩაერთო, თორემ ჩვენ ჩინეთთანაც უნდა ჩავიდეთ და ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და რუსეთთანაც უნდა ვივაჭროთ. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ეს პოლიტიკა... ჯო ვილსონმა ვის რა დაავალა... კიდევ ერთხელ ვამბობ, მისნაირ კომიკურ-ოდიოზურ ფიგურებს უბრალოდ ჩვენი მხრიდან არც შევაფასებ და არც მივიჩნევ ღირსად, რომ შეფასდეს. ქართული აგენტურა, რომელიც დარბის სხვა ქვეყანაში და ცრუ დასმენით არის თავისი ქვეყნის მიმართ დაკავებული და მისი მასპინძელი რომელ აბსურდს მოხლართავს თავის ჭკუაში, გადახდილი თანხის ზომიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის ამაზე სერიოზული პოლიტიკური პასუხი გასაცემი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში