მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი
ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი

ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი

იმედი|imedinews.ge

„კორუფციასთან ბრძოლისთვის ინდულგენცია ვერ იქნება ვერც ყოფილი, ვერც მოქმედი პოლიტიკოსი, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი - ვერც ჟურნალისტი, ვერც ექიმი, ვერც პოლიციელი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

კითხვაზე, დააზიანა თუ არა „ქართული ოცნება" იმ გარემოებამ, როდესაც მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერი და ასევე, ბევრი მაღალჩინოსანი აღმოჩნდა საპატიმროში? - კირცხალიამ განაცხადა, რომ არასასიამოვნოა, მაგრამ პირიქით, ეს ვერ იქნება დამაზიანებელი. მისი თქმით, ეს მიუთითებს გუნდის სიძლიერეზე.

"ხშირად ისმებოდა ეს კითხვა, მათ შორის ჩემ მიმართ, ჩემი თანაგუნდელების მიმართ სხვადასხვა ეთერში, არა მხოლოდ ეთერებში, სხვადასხვა კომუნიკაციაში. პირიქით, მეგობრებო, პირიქით, როდესაც გუნდი ამდენი წლის შემდეგ, არის ისეთი ძლიერი და გვაქვს იმ მმართველობის სტილი, ისეთი დემოკრატიული მმართველობის სტილი, სადაც გუნდს ყოველთვის შეუძლია, რომ განახლდეს ძალიან ძლიერად და როდესაც ასეთი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს გუნდის სიძლიერეზე. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ, რომ თუ ვამბობთ, ჩვენ თუ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა ნებისმიერი მიმართულებით და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ჩვენთვის, გუნდისთვის, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით და ვერავის ვერ დავეთანხმები, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს გუნდისთვის. პირიქით, დამაზიანებელია გუნდისთვის, როდესაც რაღაცას ან ვიღაცას ხელს დააფარებ, ვიღაცისთვის რაღაც ინდულგენცია იქნება და ვიღაცისთვის ეს იქნება კრიმინალი და დანაშაული", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • რატომ მოუხსნა უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ მადიარსა და ორბანის ყოფილ მინისტრებს იმუნიტეტი?BM.GE
  • მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანიტვ პირველი
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯანეტგაზეთი
ყოფილი →თანამდებობა →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

იმედი

არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

იმედი

არჩილ გორდულაძე რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს

არჩილ გორდულაძე რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს

იმედი

არჩილ გორდულაძე:მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა

არჩილ გორდულაძე:მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა

იმედი