მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა
ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა

ირაკლი კირცხალია: მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა

იმედი|imedinews.ge

მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ მედიასთან.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ იღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას 24 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის და ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილების მიერ გაფართოების საკითხებზე პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრაში.

„პირველ რიგში მინდა ვუსურვო ბრიუსელს, რომ ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მიმართ, არამედ ზოგადად მიდგომებში - საერთოდ, ფართოვდებიან, თუ არა. ერთ კვირას ვისმენთ, რომ არ აპირებენ გაფართოებას, მერე ვისმენთ, რომ შეხვედრა უნდა შედგეს გაფართოებასთან დაკავშირებით, მერე ვისმენთ, რომ რომელიღაც წევრი არ ეთანხმება. თურმე მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებს დემოკრატიის პრინციპებით, ეკონომიკური მაჩვენებლებით და მედიათავისუფლებით. ეს სამი გამოვყავი. კიდევ არის ბევრი აბსურდული მიმართულება. აბსურდული იმ კუთხით, რომ ჩვენ გვედრებიან და გვისწრებენ თურმე. თავი დავანებოთ უკრაინას. მოლდოვაზე ამბობენ, რომ მედიათავისუფლებით უსწრებს საქართველოს, როდესაც მხოლოდ ერთი მედიაა და 38-მდე დაიხურა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, როდესაც მეორე მხარეც მზად იქნება მაშინ... ვერავის დავუწყებთ საუბარს ვასალის და მონის პოზიციიდან, განსხვავებით ჩვენი ე.წ. ოპოზიციისგან“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი