მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა
ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა

ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა

იმედი|imedinews.ge

მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. „მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებას. რაზე მეტყველებს ასეთი ხისტი დამოკიდებულება?“.

კირცხალიას თქმით, ამ ძალების ერთ-ერთი მიზანია ასევე, რომ საქართველო ეკონომიკურად მოწყვლადი გახდეს და საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიონ, რაც მათი აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებს.

„გავიხსენოთ კანვასის, აკერმანის ტრენინგები, გავიხსენოთ და არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, დიფ სთეითის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქალბატონი ლორა თორნტონის ღია წერილი, რომ თურმე მაქსიმალურად უნდა აკეთოს ამ ბნელმა ძალამ ყველაფერი, რომ როგორმე სოციალური პირობები გაუარესდეს ქვეყანაში, როგორმე მივაყენოთ ჩრდილი თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ეკონომიკაზე აისახება და რაც გამოწვეულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება. ახლა ბლაჟევიჩი - ახალი ფიგურა შემოვიდა ამ სცენაზე. ეს ღია მესიჯი მეტყველებს ამ სწავლების და ტრენინგების ერთ-ერთ მთავარ მიზანზე - ჩვენი ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად მოწყვლადი, რადგან ამათი ჭკუით, შემდეგ სიტუაციების დესტრუქციული მართვა გაუადვილდებათ. ეს არის მათი იდეა, დავალება, ამოცანა“, - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი