მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

იმედი|imedinews.ge

მათ რომ უთხრა, რომ აი, თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებს სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.

„როგორი სანახავია თავმოყვარე ქვეყანაში, რომ ადამიანი პოლიტიკოსობას იბრალებს, გამოდის 4000 თუ 3000 კაცთან ერთად, დგას და რაღაც პერფორმანსებს უძღვნის [მარკო რუბიოს] - ჩვენც აქ ვართ და დაგვინახეთო. ახალგაზრდა თაობას აქვს სიტყვა - დაქრინჯვა, ეს არის საქციელი, როდესაც სხვის მაგივრად გრცხვენია. ნებისმიერი უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ ასეთ პერფორმანსს და დამოკიდებულებას ღიად რომ ავლენენ, ნებისმიერ თავმოყვარე ადამიანს ალბათ ეუფლება გრძნობა, რომ მათ მაგივრად რცხვენია. ეს არის გამოვლინება მონური სულის, იმ სულისკვეთების, რომელი სულისკვეთებითაც ისინი მოქმედებდნენ 2012 წლამდე, რასაც მიჩვეულები არიან. მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რადგან უმრავლესობა მათგანი თავის ახალგაზრდობის წლებში სხვადასხვა ქვეყანაში კარგად გამოწვრთნილი, სისხლგამოცლილი აგენტია. მათი ნებისმიერი ქმედება ამორალურია და ვერ შეიძლება დაიჯერო, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს შეიძლება სამშობლოსთან ბმა ჰქონდეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი