მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

იმედი|imedinews.ge

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, „დიფ სთეითის“ ხელდასხმული ე.წ. პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, მათ აქვთ მკაფიოდ გაწერილი სცენარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებს, რათა საკანონმდებლო სივრცით დაიცვას სახელმწიფო, ისინი მაინც ცდილობენ თავიანთი გეგმების სისრულეში მოყვანას.

„როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, 2002 წლიდან ვიწყებთ ჩვენ ათვლას ამ ბრძოლისა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, კოლოსალური თანხები შემოდიოდა და გვახსოვს ამ თანხებით დაფინანსებული ე.წ. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ პარტიები და შეძლეს, რომ გარკვეული აღქმები გაეჩინათ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და დაეჯერებინათ სიცრუის დიდი ნიაღვარი. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივი აგენტები და ე.წ. პოლიტიკოსები ჩართულები, არამედ პირდაპირ დიპკორპუსის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები. გახსოვთ თქვენ მიტინგები, როდესაც პირდაპირ წვავდნენ ყველაფერს.

გეგმა უცვლელია და იმდენად უსუსურია ეს გეგმა, იმდენად თვალნათელია მათი გეგმები, მოქმედების სცენარი, საზოგადოება უკვე ხედავს რასთან გვაქვს საქმე. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი, რა საზღვრებზე ვსაუბრობთ, როდესაც ყველა დეტალს, ნებისმიერ გაფაჩუნებას ცდილობენ მოარგონ თავიანთი დესტრუქციული გეგმები“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

იმედი

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

იმედი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

იმედი