მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

იმედი|imedinews.ge

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის - პირდაპირმა სისხლისღვრამ.

“ამიტომ ამოსავალი წერტილი ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს მშვიდობა, ჩვენთვის ეს არის. ძალიან მინდა, რომ ეს ეგულისხმა ქალბატონ შაჰინს”, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ქართული ოპოზიცია ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დადებითი თემა საზოგადოებას და პარტაქტივს დეზინფორმაციული რაკურსით შესთავაზოს.

„პრიმიტიული ტყუილების ხალხია ეს და ტყუილების მანქანა ჰყავთ თავიანთი სოცმედიებით და ტელევიზიებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.

„საქმე ეხება უკრაინას და რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობას, რათა ეს ომი ამერიკისა და დასავლეთისთვის სასარგებლო იყოს. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინპინს. ეს არ არის კარგი არც ჩვენი მოკავშირეებისთვის და არც მოწინააღმდეგეებისთვის“, - განაცხადა შაჰინმა Fox News-თან ინტერვიუში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი