მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია: თეა წულუკიანმა ძალიან მოკლე, ისტორიულ-ბიოგრაფიული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების „გულანთებულ პატრიოტ“ ოჯახს
ირაკლი კირცხალია: თეა წულუკიანმა ძალიან მოკლე, ისტორიულ-ბიოგრაფიული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების „გულანთებულ პატრიოტ“ ოჯახს

ირაკლი კირცხალია: თეა წულუკიანმა ძალიან მოკლე, ისტორიულ-ბიოგრაფიული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების „გულანთებულ პატრიოტ“ ოჯახს

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც თეა წულუკიანის მიერ სალომე ზურაბიშვილის თაობაზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხებოდა. კერძოდ, ჟურნაისტი დაინტერესდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა, მაშინ იცოდნენ თუ არა ზურაბიშვილის წინაპრების ქმედებების შესახებ და თუ იცოდნენ, რატომ დაუჭირა მხარი მას ბიძინა ივანიშვილმა.

კირცხალიას თქმით, ბევრი სახელი და გვარი შეგვიძლია ვთქვათ, ვინც ადრე იყვნენ მმართველ გუნდში, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ხვდებოდა და მიხვდება მათ ჩანაფიქრებს და გაუთვლის მათ ორი-სამი ნაბიჯით წინ - ამაზე არიან ისინი დღეს გამწარებულები.

„სალომე ზურაბიშვილთან ერთად იყო გიორგი გახარია და კიდევ ბევრი. ბევრ სახელსა და გვარს დავასახელებ, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პარლამენტის დარბაზშიც, რომელშიც ძალიან ბევრი მიზეზის გამო იყვნენ იქ, სადაც იყვნენ, იმაზე არიან გამწარებულები და გაგიჟებული, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით მისი გუნდიც ყოველთვის ხვდებოდა, მიხვდება და გაუთვლის ორი-სამი ნაბიჯით წინ მათ ჩანაფიქრებს. ბევრი რამ შეიძლება ვიცოდით მაშინაც ზურაბიშვილზეც და გახარიაზეც. ასე რომ როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონი თეა წულუკიანის პოსტზე, ძალიან მარტივად უნდა შევაფასოთ. თეა წულუკიანმა ძალიან მოკლე, ისტორიულ-ბიოგრაფიული ექსკურსი ჩაუტარა ზურაბიშვილების „გულანთებულ პატრიოტ“ ოჯახს",- აღნიშნა კირცხალიამ.

პარლამენტარმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე ზურაბიშვილის წინაპრების ფაშისტებთან კავშირზე საუბრობს. „ცნობილი და საინტერესო ფრანგი მწერალია ემანუელ კარერი. მისი ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი და პრეზიდენტყოფილი სალომე ზურაბიშვილის მამა, ლევან ზურაბიშვილი, ძმები იყვნენ. 2007 წელს, ემანუელ კარერმა გამოსცა წიგნი "რუსული რომანი" (გამომცემლობა პ.ო.ლ.), რომელშიც ოჯახის საიდუმლოს ფარდა ახადა: მისი ზემოხსენებული ბაბუა, გიორგი ზურაბიშვილი, გერმანელ ოკუპანტთან თანამშრომლობდა და საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ დახვრიტეს. თმა ვერ გადახოტრეს, როგორც ეს მოღალატე ფრანგ ქალებს გაუკეთეს. ალბათ, არ ჰქონდა. ეს ხდებოდა „მაშვინ“, როცა ჩვენი ბაბუები ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი