მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება
ირაკლი კობახიძე: ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება

იმედი|imedinews.ge

მედიის კუთხით არის უმძიმესი მდგომარეობა, რეალურად, ალტერნატიული აზრისთვის ჩაკეტილია ევროპული მედია, კონკრეტული ქვეყნების მედია საშუალებებშიც არის ეს მდგომარეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მისივე თქმით, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის ევროპულ მედიაში.

„მე მახსოვს, თავის დროზე, გერმანიაში როცა ვსწავლობდი 2002-დან 2006 წლამდე, ვუყურებდი ხოლმე გერმანულ ტელევიზიებს და აბსოლუტურად გახსნილი იყო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ახლა შეგიძლიათ ჩართოთ იგივე თოქ-შოუები, მათ შორის ხშირად იგივე წამყვანებით და აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის. ანუ, აქამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში მედია სივრცე ევროპის მასშტაბით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გამოფხიზლება ჭიანურდება. თორემ გამოფხიზლების დრო ყოველთვის იყო. ეს 30 % ერთ წელიწადში არ ჩამოსულა 17.5 %-მდე. იყო რამდენიმე ვარდნა: პირველი იყო 2008 წლის შემდეგ, მეორე იყო 2013 წლის შემდეგ, მესამე – ახლა უკრაინაში მეორე ომის დაწყების შემდეგ. ეს ერთბაშად არ მომხდარა. მაგრამ რეალურად სივრცე არ არსებობს დისკუსიებისთვის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სივრცეც გაიხსნება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი ოპტიმიზმი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მომენტში ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, თავისი საფეხურები აქვს ისტორიულ განვითარებას ნებისმიერ სივრცეში, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე, რაღაც საფეხურზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი