მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს

იმედი|imedinews.ge

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან.

„ამ პროცესებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი არის იმ საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო რესურსების განვითარებასთან. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების გაფართოება. რამდენიმე წელიწადში, 2031 წლისთვის ჩვენ გვექნება თბილისში სრულიად ახალის აერთაშორისო აეროპრტი, მანამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და მისი გამტარუნარიანობა, იგივე ეხება ბათუმის აეროპორტს“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს ასევე მუშაობა რკინიგზის და პორტების განვითარების მიმართულებით.

„ასევე ვმუშაობთ რკინიგზის განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, ასევე, გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბევრი მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები, რაც საქართველოს რკინიგზის რესურსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, აქტიურად წარიმართება პორტების განვითარების პროცესი, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს ამ რამდენიმე წელიწადში“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი