მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე: გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

იმედი|imedinews.ge

გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ამ პროექტებს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვაც.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ამ პროექტზე, მშენებლებს, ინჟინრებს, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს. დარწმუნებული ვარ, ეს გზა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს სტუმრებს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისათვის, რომ წარმატებით მიიყვანა ეს პროექტი ბოლომდე, არამედ იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწორდა ყველა ხარვეზი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული და ეს ცვლილებები, ეს რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, მომავალში უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით მთლიანად სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას. მინისტრს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს ამ ჩქაროსნული გზის გახსნას და მინდა წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

იმედი

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

იმედი

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს,  პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა

იმედი