მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამო მათი რეიტინგი დღეს აბსოლუტურად განულებულია
ირაკლი კობახიძე: როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის დანაშაულებრივი ქმედების პირდაპირი აღიარება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამო მათი რეიტინგი დღეს აბსოლუტურად განულებულია

იმედი|imedinews.ge

როდესაც ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული.

„მათი მხრიდან ხორციელდება პოლიტიკური ტერორი და ამ ყველაფერს აქვს გარედან მხარდაჭერა. რაც შეეხება ამ წამოცდენას, ეს არის ძალიან კარგი წამოცდენა, რომელიც ბევრ რამეს გაამაგრებს სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელსაც. სხვას კი არაფერს ვამტკიცებდით. ნახეთ, სანქცია როცა უწესდება ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის თავისი არსით მტრული აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც შენ ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ მათი რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ, რაც ჰქონდათ თავის დროზე. თქვენ გახსოვთ ასევე 2024 და 2025 წლის არჩევნების შედეგები, მაგალითად რომ ავიღოთ, ეს გახარიას პარტია. რა შედეგიც ჰქონდათ 2024 წელს, იმის მესამედი აიღეს დაახლოებით ერთ წელიწადში. რომ ჩაატაროთ დღეს, თეორიულად, არჩევნები, იგივე შედეგს მიიღებთ ოთხივე ამ პარტიასთან მიმართებით, რომელმაც მოახერხა 2024 წელს ბარიერის გადალახვა. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, არათუ ის არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ შერჩენილი, რაც ჰქონდათ 2024 წელს. რის შედეგია ეს ყველაფერი - საზოგადოებას ბოლომდე დაანახეს და გაუშიფრეს საკუთარი თავი, ბოლომდე გაშიშვლდა ეს ოპოზიცია და საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგია დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →სასამართლო →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი