მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო, ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო, ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 5.4 პროცენტით გაიზრდება.

„საერთაშორისო შეფასებები და ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ რჩება ინვესტორებისთვის სანდო მიმართულებად. 2021-2025 წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი ქართულ კომპანიებს აძლევს წვდომას დაახლოებით 2.3 მილიარდ მომხმარებელზე.

აღსანიშნავია, რომ თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში თურქმენული კაპიტალის მონაწილეობით ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ვხედავთ პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და წარმოების მიმართულებით. აღნიშნულ სექტორებში თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ახალი ეკონომიკური ღირებულება, გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და გავხსნათ ახალი გზები ქართული და თურქმენული კომპანიებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ეძებს სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის.

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას დღევანდელ ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, საინტერესო ინიციატივების წარმოშობას და ჩვენი ქვეყნების ბიზნესსექტორებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი