მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე - ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე - ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება

იმედი|imedinews.ge

როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე - ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე, ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

„ეკონომიკური განვითარების კუთხით არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან აქტიური მუშაობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეტი ეკონომიკა ნიშნავს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას შიგნით თუ გარეთ, მათ შორის საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ეს ნიშნავს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ამის პარალელურად იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე და ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე. ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში. შემოსავლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. მიდის თუ არა ადამიანების ჯიბეებამდე გაზრდილი ეკონომიკა - საქართველოში ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

ანალოგიურად გაიზარდა კორპორაციების მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ნიშნავს თავისთავად, რომ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, წარმოებული პროდუქცია გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივად აისახება, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში კომპანია და ადამიანი იხდის თანხას ბიუჯეტში და თუ შემოსავალი არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია, გადასახადს მარტო ხელისუფლება ვერ გადაიხდის თავისი ჯიბეებიდან. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, რომ ავიღოთ ბოლო წლების ტენდენცია, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება.

და რაც შეეხება საშუალო ხელფასის ზრდას, სხვა პარამეტრებს, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ძალიან დიდი პროგრესის მიღწევა. მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი