მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში

ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში

იმედი|imedinews.ge

ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.

„დაახლოებით 2 წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ჰქონდა კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნებისთვის და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც არის ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისი ძალისხმევითაც თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხე სიაოცუენმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჭოუ ციენმა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

იმედი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

იმედი