მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე:ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც
ირაკლი კობახიძე:ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც

იმედი|imedinews.ge

ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება, არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით, ასეთ დროს, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის გამოთქვამს იმედს, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას.

„ქართველ ხალხს პირდაპირ ემტერებიან, მაგრამ არანაკლებ ემტერებიან მოლდოველ ხალხს და უკრაინელ ხალხს. მათ რომ ნდომოდათ მოლდოველი ხალხის დახმარება, დაეხმარებოდნენ მოლდოვის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. არ გააკეთეს და ამის შედეგი ნახეთ რა არის - რეფერენდუმი წააგო ევროკავშირმა მოლდოვაში. მოლდოვის მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. მოლდოველი ხალხიც ხედავს, რომ სინამდვილეში ხალხს არავინ ეხმარება და ამის შედეგია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც არის გახვეული დღეს მოლდოვა. მოლდოვის პრეზიდენტმა წააგო არჩევნები და ბარიერი გადალახა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე. ანუ რეალურად ქვეყნის გარეთ ვინც ცხოვრობს, იმან მისცა ხმა, და ქვეყნის შიგნით ვინც ცხოვრობს, იმან არ დაუჭირა მხარი 50-ზე მეტი პროცენტით პრეზიდენტის არჩევას. მოლდოველი ხალხიც კი არ აინტერესებთ, რომელთანაც ფორმალურად მათ არ აქვთ არავითარი დაპირისპირება. ქართველ ხალხთან მათ უკვე გაფორმებული აქვთ დაპირისპირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ქართველ ხალხზე არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავენ.

თვითონ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაც აჩვენებს, მათივე ჩატარებული გამოკითხვაც, რომ ევროპული სტრუქტურების მიმართ, ზოგადად ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. განსაკუთრებით როცა ეკითხები ხალხს გამოკითხვებში, რას ფიქრობენ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით - ნდობა არის დაახლოებით იმავე დონეზე, რაც არის NGO-ების მიმართ ნდობა. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს არის, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - კობახიძეBM.GE
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი