მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ლექვინაძე: ამ ეტაპზე www.ekalata.gov.ge პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება
ირაკლი ლექვინაძე: ამ ეტაპზე www.ekalata.gov.ge პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება

ირაკლი ლექვინაძე: ამ ეტაპზე www.ekalata.gov.ge პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება

იმედი|imedinews.ge

ამ ეტაპზე პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, რომელიც ჩვენი შეფასებით, „ეფემსიჯი“ ბაზრის დაახლოებით 65%-ს მოიცავს და ეს საკმაოდ მოცულობითი მაჩვენებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ შეირჩა www.ekalata.gov.ge პლატფორმისთვის კომპანიები და როგორ ახლდება ინფორმაცია.

„პორტალზე ინფორმაციის მოწოდების წყარო არიან [მაღაზიათა] ქსელები. ამ ეტაპზე პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, რომელიც ჩვენი შეფასებით, „ეფემსიჯი“ ბაზრის დაახლოებით 65%-ს მოიცავს და ეს საკმაოდ მოცულობითი მაჩვენებელია, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება. ქსელების ინტერესიცაა, ვინც დღეს წარმოდგენილი არაა პორტალზე. ფასდაკლებებზე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ქსელების მხრიდან ინფორმაციის მოწოდება. მათ აქვთ კონკრეტული ვადები, როდის იწყება და როდის მთავრდება.

არიან ჯგუფები, რომლებსაც 1000-ზე მეტი მაღაზია აქვთ და ფარავენ როგორც თბილისს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებსაც. ბოლო მონაცემებით, 280-ზე მეტი საუკეთესო შემოთავაზება იყო განთავსებული პორტალზე, თუმცა ეს დინამიკაც მუდმივად იცვლება. წყარო არის ქსელებიდან მოწოდებული ინფორმაცია. მოთხოვნაა, რომ მოწოდებული კალათა ფიზიკურად ადგილზე მისვლის შემდეგაც იდენტური იყოს და ამას ამოწმებს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძალიან ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაცია ქსელებთან. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი