
ირაკლი ლექვინაძე: კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის
კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ქსელში შესვლის ხარჯები მსხვილ მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია, რადგან ისინი მზად არიან კონკრეტული სივრცისთვის მეტი გადაიხადონ.
„სამართლიანი ვაჭრობის შესახებ რეგულაცია უზრუნველყოფს, რომ ფერმერებისთვის, სტრატაპებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მიწოდების პრობლემა, მზად არიან აყვნენ ამ პროცესს, ამას ჰქონდეს მხარდაჭერა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ რეგულაცია არსებობს, თუ მაგალითად თანხის გადახდის დაგვიანება ხდება, მაგალითად არასამართლიანად ვერ შედის [მიმწოდებელი] კონკრეტულ ქსელში, ასეთი ჩავარდნების აღმოფხვრას, აღნიშნული ჩარჩო რეგულიციების აღსრულებას, უზუნველყოფენ კონკურენციის სააგენტოები. თუ იქნება მიღებული მსგავსი ტიპის რეგულირების ჩარჩო ჩვენი უწყება მზაობას გამოთქვას, რომ ამ პროცესის აღსრულებაში შევიდეს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge
