
ირაკლი ლექვინაძე www.e-kalata.gov.ge: ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ
ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.e-kalata.gov.ge საუბრისას
ეს პორტალი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის კონკურენციის ფორმატი, რომელიც შეიძლება ამ პორტალის არსებობამდე გარკვეულ ჰორიზონტალურ სივრცეში არსებობდა ამ ქსელებს შორის. ათზე მეტი ქსელია. ბაზარი მზარდია. ვაჭრობის სექტორიც მოცულობითია და იზრდება. ამიტომ ამ ფონზე ჩვენ ამ სფეროს მონიტორინგი 2023 წლიდან გვქონდა. კომისიის მუშაობამ ძალიან კარგად აჩვენა, სად არის ხარვეზი და ეს არ არის მხოლოდ კონკურენციის კონტექსტი. იქ არის ჯაჭვში არსებული რიგი არაეფექტური კომპონენტები, რომელიც საბოლოო ჯამში ზრდის ფასნამატის მაჩვენებელს. ამიტომაც არის, რომ მოკლევადიანთან ერთად, არის გრძელვადიანი გეგმები იმისთვის, რომ სუსტი რგოლების განეიტრალება მოხდეს. თუმცა ამ პორტალის დინამიკაში კარგად ჩანს, რომ ის უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობას. ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ წინასწარ ვიცოდე და გავაკეთო ინფორმირებული არჩევანი. ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge