მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა
ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

GCCA-ის თავმჯდომარემ, ICPEN-ის პრეზიდენტი უწყების ხელმძღვანელის რანგში, გახსნითი პანელის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგი ერთი წლის პერიოდში საქმიანობის პრიორიტეტები წარუდგინა, ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებზე.

მისი თქმით, GCCA-ის მიზანია, უზრუნველყოს ღია და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებს. პირველი - მომხმარებელთა დაცვის ახალი და განვითარებადი უწყებების მხარდაჭერა; მეორე - მომხმარებელთა უფლებების დაცვა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ბაზრების პირობებში; მესამე - მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა. საქართველო მოუთმენლად ელის UNCTAD-თან, ICPEN-ის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას 2026-2027 წლების პრეზიდენტობის პერიოდში, რათა ერთობლივად შევქმნათ უფრო სამართლიანი, სანდო და ინკლუზიური ბაზრები მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, ICPEN-ის ხელმძღვანელობის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

უწყების მხრიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის მთავარი გზავნილია - Building Trust in the Digital Age.

„მომხმარებელთა ნდობა სამართლიანი ბაზრის საფუძველია, ხოლო მის განმტკიცებაში საერთაშორისო თანამშრომლობას, ეფექტიან აღსრულებასა და ინოვაციურ მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის 23-ე სესიაში, რომელიც 8-10 ივლისს გაიმართება.

სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ჟენევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი