მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

იმედი|imedinews.ge

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორი წლის ვადით აირჩიეს.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის აქტიური მუშაობისა და საერთაშორისო ნდობის აღიარებას წარმოადგენს.

„PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი არჩევა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ასამბლეის საქმიანობის დაგეგმვასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მზად ვარ, უკვე როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ხელი შევუწყო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმებში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და მის მხარდაჭერას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი