მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის

იმედი|imedinews.ge

შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გამართულ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში”.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, დღეს ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, არამედ გლობალური ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვითანამშრომლოთ წამყვან ქვეყნებთან, გლობალურ კომპანიებთან, მოვიზიდოთ ცოდნა და რესურსი იმისათვის, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

იმედი

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

იმედი

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

იმედი

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს,  პატიმრობა შეეფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა

იმედი