მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის დადებითი დინამიკაა. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუსვეს ხაზი.

ბელარუს კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დაესწრო.

ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • 2027 წლის ბიუჯეტი ₾37.5 მილიარდი იქნება - ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს პირველადი ვერსია წარუდგინაBM.GE
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
  • პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნატვ პირველი
  • ოცნების პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩიაფორმულა
პარლამენტში →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძემ 100 წლის აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი ჯინჭარაძემ 100 წლის აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა

იმედი

გიორგი ვოლსკი: გვეუბნებოდნენ, აი ასი საწარმო სად არის, სად გუგუნებს, თურმე აღმოჩნდა, რომ ასიც არის და ათასიც. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, კიდევ მეტი შეიქმნება

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ

იმედი

მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა

მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა

იმედი