მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ
ირაკლი ქადაგიშვილი: ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ

ირაკლი ქადაგიშვილი: ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ერთიანობა იქნება განმაპირობებელი, ეს იციან და სჭირდებათ ეს გზა, მაგრამ პარალელურად მაინც აქვთ მცდელობა ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ საქართველოში, რომელიც უფრო მეტად გარე აქტორების ინტერესებს მოემსახურება, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ევროსტრუქტურები ხედავენ, რომ სომხეთი დამოუკიდებლად ვერ იქნება აზიისა და ევროპის გამაერთიანებელი.

„ისინი [ევრობიუროკრატები] ხედავენ, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთი დამოუკიდებლად ვერ იქნება აზიისა და ევროპის გამაერთიანებელი, მითუმეტეს ზღვით. სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩვენი ერთიანობა იქნება განმაპირობებელი, როგორც ლოგისტიკური, ისე ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის ზრდისა ამ რეგიონში. ეს იციან და სჭირდებათ ეს გზა, ეს არის ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს, მაგრამ პარალელურად მაინც აქვთ მცდელობა ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ საქართველოში, რომელიც უფრო მეტად გარე აქტორების ინტერესებს მოემსახურება, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. იციან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს გზა იმუშავებს, დაკავშირებადობის ორივე მხარისთვის - დასავლეთისა და აღმოსავლეთისთვის - მაგრამ წინა პლანზე ყოველთვის იქნება ეროვნული ინტერესების დაცვა.

არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც მანკიერი პოლიტიკური ხაზი აირჩიეს და ისინი აქედან ადვილად გამოსვლას ვერ ახერხებენ, ისინი ამას საკუთარ პოლიტიკურ მარცხად განიხილავენ. ამიტომ აქ პიროვნული ფაქტორები არ გამოვრიცხოთ. ერთია გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ჯიუტად თავის გზას იკვლევენ, მაგრამ პატარა პოლიტიკური მოთამაშეების პიროვნული ინტერესებიც არ გამოვრიცხოთ.

ის, რომ საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში 68 დეპუტატი მოიძებნა, მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკა მიდის კლებისკენ, მას პოტენციალი არ გააჩნია. „შეკითხვა რომ დამისვი არ მესიამოვნა და დაგასანქცირებ“ - სიძლიერეზე კი არ მეტყველებს, მათ სისუსტეზე მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა

იმედი

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ილია მეორის წასვლა არის მისი საქმიანობის არა დასასრული, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ილია მეორის წასვლა არის მისი საქმიანობის არა დასასრული, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის

ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის" კვლევაზე: სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვაზე: საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ. ეს დემოკრატიაა?