მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები

იმედი|imedinews.ge

ის, რაც ხდება ქართულ ოპოზიციაში, ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთში, ვინც ასეთი ტიპის ოპოზიციური საქმიანობის წახალისებით იყვნენ დაკავებულები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე სწორედ აღნიშნულმა პოლიტიკამ მიიყვანა.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საწინააღმდეგოდ არცერთი არგუმენტი თუ რეალური ფაქტი არ ჰქონიათ, ოპოზიცია აიძულეს უარი ეთქვათ არჩევნების შედეგებზე.

„უარი თქვეს მანდატებზე და არ იყო ეს მცირე რაოდენობა მანდატების. 61 მანდატი 150 ადგილიან პარლამენტში. ამაზე ევროკავშირს ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რომ ეს არის დემოკრატიის საბოტაჟი, საკუთარი ამომრჩევლის ნების უარყოფა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმითვე, პირიქით, მათი შემდგომი ნაბიჯებით ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოში რევოლუციური სცენარების განხორციელებას.

„4 ოქტომბრის გადატრიალება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს იყო ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერილი. გვესმის საერთოდ რა მოცემულობაში არიან შესულები? სწორედ ასეთმა პოლიტიკამ, ასეთი პოლიტიკის წახალისებამ და კულტივირებამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი