მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

„მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, საპროტესტოს თუ სხვა სახის მოძრაობას. არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია. ის, რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა. ეს არის თითქოს, ბნელი ძალა რომ გამოსავალს პოულობს. ბილწსიტყვაობა და გინება ხომ ბნელი ძალის ენაა და არა პროგრესის“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს 5-დღიანი პატიმრობა, ერთს კი 5 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 26 ივლისს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. სამინისტროს ცნობით, გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა

იმედი

ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“

ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება