მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ
ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ

იმედი|imedinews.ge

ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულას, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რადიკალების დღის წესრიგი მთლიანად დესტრუქციაზეა აგებული, თუმცა აქციის დასაორგანიზებლად მათ რესურსი არ აქვთ. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ ქვეყნის წინააღმდეგ სანქცია გარედან, რომ შიგნით მოაწყონ არეულობა.

„ამ ე.წ. ოპოზიციაში რა ერთიანობაც არის ყველამ კარგად ვნახეთ. სრული აღრევაა და ეს სრული აღრევა მოდის იქიდან, რომ თავის დროზე ამ ადამიანების ჯგუფმა უარი თქვა დემოკრატიულ პროცესზე - არჩევნების შედეგად მიღებული ხმების საპარლამენტო ცხოვრებაში გამოყენებაზე. უარი განაცხადეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და დარჩნენ აქცია-სანქციის იმედად. თუ შევხედავთ იგივე „უილსონების“ და გარე აქტორების ქმედებებს, არის ერთ უნისონში გამოყვანილი უბადრუკი პოლიტიკური ფორმულა. იმიტომ, რომ მათ რასაც ჰქვია დემოკრატიული საქმე, დემოკრატიული ალტერნატივა, რასაც ჰქვია არჩევნები, ხალხის მხარდაჭერა არჩევებზე, უკეთესის შეთავაზება, ამისგან აბსოლუტურად ცარიელები არიან. არა თუ ინტელექტუალური, უკვე მორალური ძალაც არ გააჩნიათ. ამიტომ მთლიანად გადასული არიან დესტრუქციაზე. მათთვის განმსაზღვრელი არის სანქცია.

მათთვის სანქცია არის ერთ-ერთი წამალი. ეს სანქცია მათ იციან, რომ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ უნდა განხორციელდეს, ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ. ეს არის ამ აგენტურული შინაარსის მქონე ოპოზიციის მდგომარეობა.

მათი მზაობა არავითარ შემთხვევაში ვერ გადაიზრდება ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში. საკუთარ თავს რომ საბოლოოდ პოლიტიკურ სამარეს უთხრიან ეს უკვე სახეზეა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი