მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

იმედი|imedinews.ge

ირაკლი რუხაძე პოდკასტში "საქართველოს დაბადება" ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.

რუხაძის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები რეალობას მოკლებულია, რადგან თავად ივანიშვილმა წლების წინ სრულად გაწყვიტა ფინანსური და პერსონალური კავშირები რუსეთის ფედერაციასთან.

ის განმარტავს, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ფეხი არ დაუდგამს, ამასთან, საკუთარი ბიზნეს აქტივები სრულად დაცალა ამ ქვეყანაში და კაპიტალი დასავლურ ქვეყნებში დააბანდა.

„მე ძალიან ბევრ ხალხს ვიცნობ, რომელიც რუსეთში არ ყოფილა წლების განმავლობაში და ამიტომ აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ იმიტომ, რომ თვითონ ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ადამიანია რუსეთის გადმოსახედიდან, ოღონდ თუ იქ იქნება და აქ არ არის.

ბიძინას 1998 წლის მერე ფეხი არ შეუდგია და მთელი თავის ქონება მოიშორა რუსეთში და დააბანდა დასავლეთში. ასევე უნდოდა ყველას, ბიძინა არ იყო გამონაკლისი, ყველას ეს უნდოდა. ყველა გრძნობდა იმას, რომ არიან მოწყვლადები,“- განაცხადა რუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი