მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების, საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ - დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი
ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების, საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“ - დადიოდა აშშ-ის საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვიყავი დასაჭერი

იმედი|imedinews.ge

ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“, - განაცხადა ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

რუხაძის განცხადებით ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ვერ იჭერდა იყო ის, რომ ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა.

„მერე დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ მიჭერდნენ. არც ვიყავი მაშინ საქართველოში, მაგრამ როცა ვიყავი, მაშინაც ვერ მიჭერდნენ ამერიკის მოქალაქეობის გამო. ამტკიცებდნენ სხვათა შორის, რომ „დაგუგლოთ“ ჩემი სახელი და ნიკა გვარამიას სახელი ერთად WikiLeaks-ში, რომ შეიყვანოთ, გამოვა ბევრი დოკუმენტები ამერიკის საელჩოდან, რომელიც მიდის ამერიკაში. ანუ, ელჩი უგზავნის თავის ვიღაც უფროსს იქ, ვისაც აბარებს რეპორტებს“, - განაცხადა რუხაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე თუ რა შუაში იყო ნიკა გვარამია, რუხაძემ უპასუხა, რომ ნიკა გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც აშშ-ის ელჩს უმტკიცებდა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო და შეეძლოთ მისი დაჭერა.

„იმიტომ, რომ ნიკა გვარამია დადიოდა საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვარ დასაჭერი და ვარ საქართველოს მოქალაქე. ხან უმტკიცებს, რომ დასაჭერი ვარ და ვერ მიიღო ეტყობა იქიდან უფლება, რომ დამიჭიროს, მერე უმტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ამიტომ აქვს უფლება, რომ დამიჭირონ და არა ვარ ამერიკელი. მერე ეს ელჩი წერს, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებაო, იმიტომ რომ ირაკლი დარბის „იმედს“ იცავს და ეს ყველაფერი არის იმიტომო, რომ „იმედის“ დაბრუნებას შეუშალოთ ხელი. შეიძლება ზუსტი სიტყვებით არა ვამბობ, მაგრამ „დაგუგლეთ“ და ნახეთ. WikiLeaks-ში ამოდის ეს. ამიტომ, ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“. მე ნუ დამიჯერებთ, WikiLeaks-ში ნახეთ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი