მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი შატაკიშვილი: გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის
ირაკლი შატაკიშვილი: გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის

ირაკლი შატაკიშვილი: გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის

იმედი|imedinews.ge

გადავიდნენ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცველებზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ფაქტზე სამართალდამცველ უწყებებსაც ექნებათ შესაბამისი რეაგირება.

`გარედან დაფინანსებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად, ორიენტირებული არიან ყველანაირი ნეგატივის ტირაჟირებაზე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოში, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა დანაშაულის შემადგენლობა და ძალადობაში მხილებული ადამიანები იქნენ პასუხისგებაში მიცემული, ეს მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

გადავიდნენ ამ ახალ ნარატივზე, რომ თითქოს, ეს სამართალდამცველები კონკრეტული ძალადობის ჩადენის პროცესში დავალების შემსრულებლები იყვნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ იარსებებს რაიმე სახის მტკიცებულება, მტკიცებულებათა ერთობლიობა, იარსებებს ბრალის შესაბამისი სტანდარტი, სახელმწიფოსაც და სამართალდამცველ უწყებებსაც ექნებათ შესაბამისი აბსოლუტურად სამართლიანი და ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა შატაკიშვილმა.

5 მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • "დოიჩე ველეს" გამოძიება: "ეპშტეინის ფაილებში" სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდარუსთავი 2
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავაფორმულა
  • პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვაBM.GE
ძალადობის →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს