მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

იმედი|imedinews.ge

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელთან (IRIB) ინტერვიუში რეზაიმ აღნიშნა: „თუ აშშ-ს თავდასხმები კიდევ ორი-სამი დღე გაგრძელდება, ჩვენ გადავალთ სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში“.

ეს განცხადება კეთდება რეგიონში მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, სადაც მხარეებს შორის საჰაერო დარტყმების გაცვლა უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

მოჰსენ რეზაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საპასუხო დარტყმებით: „არცერთი პოლიტიკური საზღვარი არ იქნება დაცული ირანის შეტევითი ძალებისგან“. მან ასევე დაამატა, რომ აშშ ვალდებულია, ფინანსური რეპარაციები გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც ირანის მტკიცებით, აშშ-ს მიერ სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილმა დარტყმებმა გამოიწვია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

იმედი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი

იმედი

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

მაია ომიაძე: Wanderlust-ის აღიარება იმ სწორად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, რასაც ყოველწლიურად ვახორციელებთ

იმედი

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა

იმედი