მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა
ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა

ისრაელის ჯარმა სამხრეთ ლიბანში ბოფორის სტრატეგიული ციხესიმაგრე დაიკავა

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ჯარებმა სამხრეთ ლიბანში ჯვაროსანთა 900 წლის ციხესიმაგრე ბოფორი და სტრატეგიული ქედი დაიკავეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, ეს მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ ბრძოლაში „მნიშვნელოვანი გარღვევა“ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ 6 კვირის წინ მხარეებმა ზავის შესახებ განაცხადეს.

სიმაგრის აღებამ ისრაელის ძალებს სათვალთვალო წერტილი მისცა ისრაელის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ლიბანის უდიდეს ნაწილზე, საიდანაც ისრაელის საცხოვრებელ რაიონებზე დარტყმები ხორციელდებოდა, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მედიის ცნობით, 30 მაისს დაფიქსირდა „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური დაბომბვა აპრილში ზავის დადების შემდეგ, რამაც რეგიონში სკოლების დახურვა და შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

ისრაელის არმიის მტკიცებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა კონტროლის დამყარებას ბოფორის ქედზე, აგრეთვე ირანის პატრონაჟით შექმნილი „ჰეზბოლას“ ბოევიკების პოზიციებისა და მათი ინფრასტრუქტურის დასუსტებას რეგიონში. სამხედროების მონაცემებით, ოპერაციის დროს ერთი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არც ლიბანის ხელისუფლებას და არც რადიკალურ მოძრაობა „ჰეზბოლას“ არ გაუკეთებიათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი