მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო
ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას" აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.

ბანაკის დახურვის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ. ბანაკის მონაწილე ხელბურთელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

„ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტებმა მონაწილეებთან ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული ვარჯიშები ჩაატარეს. „ბარსელონას" აკადემიის მწვრთნელებმა გადაამზადეს ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებიც, გაუზიარეს მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგია, ინდივიდუალური ტექნიკა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკა.

ბანაკის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.

„ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკს საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით ახორციელებენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი