მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანს საგამოცდო პროცესის და ტესტირების შესახებ აბიტურიენტების ინფორმირებულობის ამაღლება წამოადგენს. ონლაინ შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების შინაარსობრივი სტრუქტურის, ტესტირების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დავალებების ტიპოლოგიასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან. შეხვედრებს ცენტრის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს სხვა საგნობრივი მიმართულებებითაც გამართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში