მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

იმედი|imedinews.ge

იტალიაში ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების მკურნალობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია იტალიის დამოკიდებულ პირთა დახმარების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

საავადმყოფოში დაახლოებით 20 წლის გოგონა მოხვდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნეიროქსელთან ისე ურთიერთობდა, როგორც ნამდვილ მეგობართან და „ყველასა და ყველაფერს“ ჩამოშორდა.

„ტოქსიკური მეგობრობა დროთა განმავლობაში დამოკიდებულებაში გადაიზარდა: ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების პირველი შემთხვევა, რომელიც დამოკიდებულებათა მკურნალობის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმმა ლაურა სუარდიმ აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, სპეციალისტები წინასწარ ხედავდნენ, რომ მსგავსი ქცევითი სირთულეები წარმოიშობოდა.

სუარდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უკეთ გაცნობასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი იწყებს ზუსტად იმის თქმას, რისი მოსმენაც ამ ადამიანს სურს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი