მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერ

იმედი|imedinews.ge

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.

ტაიანის განცხადებით, ის სრულ ნდობას უცხადებს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზის.

„მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო მიგრაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სეუტადან გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რამდენად მცდარია მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება, 500 000-ზე მეტ არალეგალ მიგრანტს ესპანეთის, შესაბამისად კი ევროკავშირის მოქალაქეობა მიანიჭოს. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ადამიანებით ვაჭრობას“, - წერს ტაიანი.

ცნობისთვის, გუშინ მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა. ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვის ინიციატივა პირველად იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააჟღერა.

Sono favorevole alla chiusura dello spazio Schengen con la Spagna e ho piena fiducia nell’operato del Ministro Piantedosi. L’immigrazione irregolare e incontrollata rappresenta un pericolo per la sicurezza nazionale. Le immagini che arrivano da Ceuta dimostrano come la scelta del… — Antonio Tajani (@Antonio_Tajani) July 30, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ვინ არიან საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები და რომელი ბიზნესმენები უჭერენ მათ მხარს?BM.GE
  • ასე უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ჩადიოდნენ მძიმე დანაშაულს, შეიძლება ემსახურებოდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს - გია ვოლსკირუსთავი 2
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
მხარს →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა

იმედი

ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით

ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით

იმედი

ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა

ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა

იმედი

თამარ მახარაშვილი: აჭარაში წლის ბოლომდე 20 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, 2027 წელს 7 ახალი სკოლა აშენდება, 20 სკოლაში კი პროცესი დაიწყება

თამარ მახარაშვილი: აჭარაში წლის ბოლომდე 20 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, 2027 წელს 7 ახალი სკოლა აშენდება, 20 სკოლაში კი პროცესი დაიწყება

იმედი