მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მხრივ განხორციელებულ ინიციატივებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მიძღვნილ სხდომაში, სადაც მან ისაუბრა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის.

კონგრესის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგაციებთან, ასევე, გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის პროგრამის ქსელის (PNI) მონაწილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (SII) წარმომადგენლებთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია და ამავე სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდარუსთავი 2
  • გაეროს ტრიბუნიდან ცარიელი ლოზუნგები მოვისმინეთ, რეალობა სხვაა — ხოკრიშვილინეტგაზეთი
  • საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადაა - პრემიერის გამოსვლა გაეროში|სრული ტექსტიBM.GE
  • Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეატვ პირველი
გაეროს →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს

იმედი

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი

გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით