მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხვინებს
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხვინებს

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხვინებს

იმედი|imedinews.ge

ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია.

ხუბუას თქმით, ჟორჟოლიანი „მამაც მებრძოლებს“ უწოდებს მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს, ან უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ,,ებრძვიან".

„ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტიდან ვიგებთ, რომ ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის“.

და არ იკითხავთ, ვინ არიან ჟირჟოლიანის „მამაცი მებრძოლები“? ეს ის ხალხია, რომელიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისათვის იხდის სასჯელს! ანუ „მამაცი“ მოძალადეები, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, თავს დაესხნენ პოლიციელებს, დაარბიეს და გადაწვეს თბილისის ცენტრი...

განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ჟორჟოლიანს ,,მამაც მებრძოლთა" სიაში შეყვანილი ჰყავს რუსეთის მოქალაქეები - არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პივიპის გასაღების მიზნით ფლობისათვის იხდიან სასჯელს.

არაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის „მამაც მებრძოლთა“ სიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებზე - კუხარჩუკსა და კულანინზე, რომლებიც რუსეთს უკრაინის ომში კი არა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ებრძვიან“.

მოკლედ, ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხინებს!

როგორც ინკვიზიციის კოცონზე შეგდებულმა იან ჰუსმა შესძახა - „ო, წმინდაო გულუბრყვილობავ!“, - წერს ხუბუა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს

იმედი

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის

ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს  მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!