მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი, გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ
ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი, გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ

იმედი|imedinews.ge

ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ღია წერილს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს. ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ღია წერილის კვალდაკვალ, მეც მინდა, რამდენიმე კითხვა დავსვა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო ნაცებისა და ლიბერალების პროპაგანდა და განწყობები ისეთივე რადიკალურად ანტირუსული და რუსოფობიული, როგორც 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა? ნაცებსა და ლიბერალებს, მათ შორის, კვების ობიექტების მეპატრონეებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რატომ არ ჰქონდათ აგრესია და მიუღებლობა რუსი ტურისტებისადმი, რომლებსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი ზედ საზღვარზე ეგებებოდა ყვავილების თაიგულითა და შამპანურის ბოთლებით? რატომ არ მოძრაობდნენ თბილისში ავტომობილები ,,დიდება საქართველოს" სტიკერებით, როგორც დღეს ,,სლავა უკრაინე" სტიკერებით მოძრაობენ და ფეხბურთის ქომაგთა ორგანიზაციის ჩენთებში რატომ არ იყო ,,პუტინ ხუილოს" ბღავილი, როგორც დღეს არის? ერთი სიტყვით, ქართველ ნაცებსა და ნაცმიდრეკილებს, ლიბერალებსა და ,,პრადვინუტობის" მოსურნე მენტალურ პროვინციალებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე რატომ არ ჰქონდათ ისეთივე მძაფრი რეაქცია, როგორსაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაციაზე ამჟღავნებენ? ამ კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ყველა ვარიანტი სწორია: საქმე გვაქვს უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან! ქვეყანაში გვყავს ვაიკოსმოპილიტების კლასტერი, რომელსაც საკუთარი სამშობლო ფეხებზე ჰკიდია და ვითომ სხვისი სამშობლო ადარდებს! ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი" , გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ. P. S. დიდება საქართველოს! გმირებს დიდება! რუსეთი საქართველოს ოკუპანტია 1801 წლიდან!“- წერს ხუბუა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

იმედი

CNN: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა

CNN: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა

იმედი

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

იმედი