მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა და შემდეგ თავად დატოვა თანამდებობა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა და შემდეგ თავად დატოვა თანამდებობა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა და შემდეგ თავად დატოვა თანამდებობა

იმედი|imedinews.ge

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომამდე, გადაუდებელი დახმარების უფროსმა ექიმმა თავად დატოვა თანამდებობა.

მინისტრი გამოეხმაურა ბათუმში ექიმების პროტესტს, სადაც მათ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელ ჯუმბერ ბოლქვაძეს სოლდარობა გამოუცხადეს.

„ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.

იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულში. მას შემდეგ, რაც ლამის პირადად ჩავერიე რამდენიმე ხელმძღვანელ პირთან ერთად, აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ იმავე დაწესებულებაში მიეღოთ პაციენტი. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. [ექიმმა] დაასწრო მოვლენებს და თვითონ განაცხადა, გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ცოტა მოულოდნელი იყო ჩემთვის იმ მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ამ ყველაფრის მერე, მგონია, რომ, უბრალოდ, მიზეზი არ არსებობს და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში თავად ჩაიგდო თავი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 245 სტატია.

  • რა ქონებას ფლობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე?|მიხეილ დუნდუამ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოBM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →თანამდებობა →მიღება →

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს

შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს

იმედი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება პანელური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე პანელი, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

იმედი