მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა
ჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა

ჯანმომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მაგალითად დაასახელა

იმედი|imedinews.ge

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ოფისმა საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულ მოდელად აღიარა. ორგანიზაციის 2026 წლის ჰეპატიტების გლობალურ ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ინფექციის ტვირთის მკვეთრი შემცირების კუთხით, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტში შეფასებულია ევროპის რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები და არსებული გამოწვევები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი დაავადების დაძლევა მტკიცე პოლიტიკური ნების, მასშტაბური ტესტირებისა და საყოველთაო მკურნალობის უზრუნველყოფით.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) აივ/შიდსის, ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და ტუბერკულოზის სამმართველოს უფროსმა, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია წერეთელმა.

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ აჩვენა, რომ ელიმინაცია მხოლოდ მიზანი კი არა, რეალურად მიღწევადი შედეგია. ტესტირების გაფართოებით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფითა და თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მკვეთრად შევამცირეთ ქვეყანაში C ჰეპატიტის ტვირთი. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს პროგრესს, როდესაც ჰეპატიტი ეროვნული პრიორიტეტი ხდება“, - აღნიშნა მაია წერეთელმა.

ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერობას აღნიშნული მიმართულებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპის რეგიონის ქვეყნებს, დაძლიონ ბარიერები და გამოიყენონ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მისაღწევად.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: რეგიონებში არის გამოწვევები.  ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

ლევან მაჭავარიანი: რეგიონებში არის გამოწვევები. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამართული. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფრის ეფექტიანად აღსრულებას უზრუნველყოფს

იმედი

ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც

ლევან მახაშვილი: რეგიონები არის ხერხემალი ჩვენი სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისაც

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით იქნება საკმაოდ ეფექტური ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ასევე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად მოვუაროთ და განვავითაროთ რეგიონები

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსული კომპანია Wildberries-ის კიდევ ორი საწყობი დაბომბეს

იმედი