მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა
„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა

„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა

იმედი|imedinews.ge

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა. როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ.

სიტყვით მიმართვისას, მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებს როტაციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაციაში მოსწავლეები ზესტაფონიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან, ქობულეთიდან და თბილისიდან იყვნენ წარმოდგენილი. ერთი კვირის განმავლობაში, სერჟანტ-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, მოზარდებმა შეისწავლეს საცეცხლე, სამთო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება, ასევე სამხედრო ნავიგაცია, ტოპოგრაფია და საფრენი აპარატების მართვა.

ისინი სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ. ერთ-ერთი საღამო საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმო. მოზარდებს სასულიერო პირებთან სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე საუბრის საშუალებაც ჰქონდათ.

თავდაცვის სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტს - „ჯარის ბანაკი“ მეოთხე წელია ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი