
ჯეი დი ვენსი: ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას
იმედი|imedinews.ge
პოდკასტ Relatable-ში სტუმრობისას, წამყვანმა ელის ბეთ სტაკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ჰკითხა მისი მოსაზრება კონსერვატორულ წრეებში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ისრაელის გავლენას ეხება ამერიკულ პოლიტიკაზე.
სტაკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა ჩარლი კირკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. მან ვენსს პირდაპირი კითხვით მიმართა: „თვლით თუ არა, რომ ისრაელს აქვს გადამეტებული გავლენა აშშ-ში?“
ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ისრაელი, ისევე როგორც სხვა მრავალი სახელმწიფო, ცდილობს ამერიკულ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას. ვენსის თქმით, ეს რეალობაა, რომელსაც ის „მოცემულობად“ იღებს.
თუმცა, ვენსმა ხაზი გაუსვა ამერიკელი ლიდერების პასუხისმგებლობას და განაცხადა:
ვფიქრობ, ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას.
TWITTER POST
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge