მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი, გიგა ნადირაძე.

„პროექტის ძირითად მიზანს წყალარინების ამორტიზებული ქსელის ფუნდამენტური განახლება წარმოადგენს. აღმაშენებლის გამზირზე ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობა ხშირად იწვევდა სისტემურ შეფერხებებსა და ქსელის დაზიანებებს, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სრულად განახლდება წყალარინების ქსელი და მოეწყობა 28 ერთეული ჭა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონ ლარზე მეტია - აღნიშნული ინვესტიცია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე“ - განაცხადა GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯივიპიმ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აგვისტოში დაასრულებს, რის შემდეგაც რუსთავის მერია აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებას დაიწყებს.

პარალელურად, სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-19 მიკრორაიონშიც, სადაც რუსთავის მერიამ ახალი სანიაღვრე ქსელი უკვე მოაწყო. კომპანია ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მე-19 მოკრორაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს.

ორივე პროექტის განხორციელების შედეგად რუსთავის მე-12, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს.

„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს.

იმედი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა

იმედი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი