მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოჰყოლია ერთი წლის გასვლის შემდეგაც სათანადო რეაგირება 4 ოქტომბრის მოვლენებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომლის დაგმობაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა.

„ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. გავიხსენოთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. არც მაშინ მოუსმენია ვინმეს ერთი განცხადებაც კი და არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რომ მომხდარი დაეგმოთ.

გახსოვთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე გადაანგრიეს, მცდელობა ჰქონდათ შენობაში შეჭრილიყვნენ, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არის მიცემული. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული. ეს ადამიანები დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, პაატა ბურჭულაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ „ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“.

„რა უნდა ვუპასუხო მას? პაატა ბურჭულაძეს როგორ შეიძლება სერიოზულად უპასუხო? მისი ქმედებები გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ დაამთავრა. მე მგონი ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშიაBM.GE
  • ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძერუსთავი 2
  • კახა კალაძე ჩინეთშიატვ პირველი
  • კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროსფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ - ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე

ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან

ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან

იმედი

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

იმედი

რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში

რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში

იმედი