მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას

კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას

იმედი|imedinews.ge

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამით ის გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გინება და შეურაცხყოფა არის სხვისი უფლებების შელახვა.

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება არის კატეგორიულად მიუღებელი. გინდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. თუნდაც სოციალურ სივრცეში როგორ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას. ეს ხომ სხვისი უფლებების შელახვაა.

ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შესაძლოა, არ მოგწონდეთ ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, გადაწყვეტილებები, კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის, გინებისა და ცილისწამების ფარგლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს.

„ჩვენ ოპტიმიზმით ვართ განწყობილი. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილზე, მიუღებელია არასამართლიანი დამოკიდებულება. ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

მარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

ზურაბ ქადაგიძე: გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ

ზურაბ ქადაგიძე: გახარიას პარტიის აკრძალვის საფუძველი არსებობს, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და შესაძლოა, უცხო ძალებმა ის საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ

იმედი

მაკრონი: რუსეთის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის პროცესის ჩაშლაა, თუმცა შედეგი საპირისპირო იქნება - ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რადგან ვიცით, რომ უკრაინაში წყდება ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოების ბედი

ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა

ზურაბ პატარაძე: დღეს აჭარის მომავლის ახალი ისტორია იწერება - ბათუმში ახალი 21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა

იმედი