მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით
კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მას ესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა უკრაინა და შესაბამისად, მას მშვიდობას უსურვებს.

„ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები, პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში, მოპასუხის რეჟიმში და ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ძალიან კორექტული. ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ უკრაინა, უკრაინელი ხალხი მიგვაჩნია ჩვენს მეგობრად. ამიტომ ის განცხადებები და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული ქმედებები, გადაგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით, იყო გულდასაწყვეტი. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, თუ რა პროცესები მიდის, ამიტომ მინდა, უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში მშვიდობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი