მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2029-ის საქართველოში ჩატარება მიულოცა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ქვეყანას მსგავსი დონის ტურნირის მასპინძლობა უწევს, უდიდესი პასუხისმგებლობაა.

„გილოცავთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენთან ერთად მასპინძელი ქვეყანა სომხეთი იქნება. მსოფლიო დონის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უდიდეს პატივთან ერთად არის დიდი პასუხისმგებლობა. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, FIFA-ს მხარდაჭერისთვის. ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს ძალისხმევას წევს სპორტის მიმართულებით, მათ შორის ფეხბურთის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ქალაქებსა და რაიონებში.

თბილისში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი