მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით
კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით

იმედი|imedinews.ge

ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, ის დრო, როდესაც მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ღირსებას ულახავდნენ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაასრულა.

„არასერიოზულია ეს ყველაფერი. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა მოქალაქეების მიმართ, დავასრულეთ ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს. მას შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი ღირსება. არ აქვს მნიშვნელობა ის პატიმარია, ექიმია, ბიზნესმენია, მასწავლებელია თუ სხვა. მნიშვნელოვანია, არავინ შეეხოს ადამიანის ღირსებას, მით უმეტეს ციხეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო - ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება. ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარი ოჯახის წევრებზე, თუნდაც ბიზნესის რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, თუ როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა მერე, ყველას კარგად გვახსოვს. დამთავრდა, მორჩა, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები. რაც მთავარია, დაცულია ადამიანის ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მეტროსთვის პირველი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა უკვე მზადაა - კახა კალაძე CRRC-ის ქარხანაშიაBM.GE
  • ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძერუსთავი 2
  • კახა კალაძე ჩინეთშიატვ პირველი
  • კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროსფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ

იმედი

რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში

რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციასა და მათ დამფინანსებლებზე: ერთი წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს - ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა

კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული

კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული

იმედი